იუვენტუსი და ჯუნტოლი კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
Tuttosport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსიდან წასვლა ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.
წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე შეუდგნენ და გარკვეული კომპენსაციის მიღების შემდეგ, ჯუნტოლი გუნდს დატოვებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯუნტოლის გაფორმების სურვილი რამდენიმე გუნდმა უკვე გამოთქვა. მას მსურველები პრემიერ ლიგაში და არაბეთში ჰყავს.

 
                 
                 
                