იუვენტუსი და ინტერი უდინეზეს ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ინტერი უდინეზეს ნახევარმცველის არტურ ატას ტრანსფერით ინტერესდებიან.
22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში 11 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, კარგი თამაშით კი ატამ იტალიური გრანდების ინტერესი დაიმსახურა.
Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი იანვარში ფრანგის გაფორმებას ეცდება და უდინეზეს დასარწმუნბლად შესაძლოა ფეხბურთელის უდინეში სეზონის ბოლომდე იჯარით დატოვებას დათანხმდეს. მისი ფასი დაახლოებით 15-20 მილიონი ევროა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
