TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ინტერი სპეციას ტალანტისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი სეზონის ბოლოს სპეციას მცველის ნიკოლო ბარტოლას გაფორმებას ეცდებიან.

21 წლის ფეხბურთელი, ვისაც სერია ა-ში დებიუტი 2022 წელს ჰქონდა, მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.

Calciomercato-ს ცნობით, იუვე და ინტერი ახალგაზრდა იტალიელის ტრანსფერით ინტერესდებიან და არ არის გამორიცხული, იტალიურმა გრანდებმა მისი გაფორმება იანვარში სცადონ.