TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ინტერი კიეზა-ფრატეზის ბარტერს განიხილავენ…

მილანური გამოცემა Telelombardia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი ფედერიკო კიეზასა და დავიდე ფრატეზის ბარტერს განიხილავენ.

კიეზას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით ტურინულ გრანდს მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ერთი რამ აშკარაა, თუ კიეზა უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ის გუნდს დატოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიეზას ერთ-ერთი მსურველი ინტერია, რომელიც ტურინული გრანდისთვის იტალიელი ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის შეთავაზების წინააღმდეგი არ არის, თუმცა აღნიშნული ბარტერი ჯერ მხოლოდ იდეაა და მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.