იუვენტუსი და ილდისი ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან
იუვენტუსსა და კენან ილდისს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თურქი ფეხბურთელი იუვენტუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების წინააღდეგი არ არის, მაგრამ ის გასამრჯელოს სახით წლიურად გარანტირებულ 6 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს, იუვენტუსი კი თავის მხრივ მას სეზონში 5 მილიონს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის გუნდის ხელმძღვანელობა ჯონ ელკანის თანხმობის მოლოდინშია, რომ ილდისს მოთოხვნილი პიროები დაუკმაყოფილონ.
თურქი ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით არსენალი, რეალი, ჩელსი და სხვა ევროპული გრანდები ადევნებენ თვალს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
