TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ილდისი ვერ თანხმდებიან

იუვენტუსი კენან ილდისის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მხარეებს შორის ეკონომიკური ასპექტების გამო შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.

ილდისის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის სეზონში გასამრჯელოს სახით 300,000 ევროს იღებს.

იუვენტუსს 19 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 1.2 მილიონამდე გაზრდა სურს, თუმცა თურქი ტალანტის აგენტი 2 მილიონს ითხოვს.

არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეებს შორის პოზიტიური ურთერთობაა და მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაგრძელდება.