TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და გონსალესი პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა ფიორენტინას ვინგერთან ნიკო გონსალესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 3.6 მილიონი ევრო იქნება.

მოლაპარაკებები გრძელდება ფიორენტინასთან, გუნდებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფლორენციელები მის გაშვებას მას შემდეგ დათანხმდებიან, რაც ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერი დაიხურება.