TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ფიორენტინა 3 ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობენ

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფლორენციელები იუვენტუსიდან არტურისა და ფილიპ კოსტიჩის გაფორმებას ცდილობენ, ბიანკონერი კი თავის მხრივ ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახურვას გეგმავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს სურს, რომ ნიკო გონსალესი მომდევნო ტურისთვის ტიაგო მოტას განკარგულებაში იყოს. ფიორენტინა არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს და ბიანკონერი ბონუსების ჩათვლით ამ თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის.