იუვენტუსი და გატი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ
იუვენტუსმა ფედერიკო გატისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი მცველი ტურინული გრანდის ღირსებას 2030 წლის ზაფხულამდე დაიცავს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.
გატი ახალ კონტრაქტს დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ გააფორმებს.

 
                 
                 
                