TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ფიორენტინა გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ნიკო გონსალესის ტრანსფერი დახურა.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონს გადაიხდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 6 მილიონი დაემატება.

მოსალოდნელია, რომ ნიკო ტურინში უახლოეს პერიოდში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გასამრჯელო სეზონში 3 მილიონი და ბონუსები იქნება.

33 views
error: დაცული კონტენტი !