TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ფიორენტინა გონსალესის იჯარაზე მუშაობენ

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ნიკო გონსალესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 26 წლის ვინგერის ფასიანი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

არგნეტინელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.