TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ფეიენორდი გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იუვენტუსი და ფეიენორდი ფაკუნდო გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ურუგვაელი ტალანტი ნიდერლანდელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ჯერჯერობით უცნობია, შეეძლება თუ არა იუვენტუსს მომავალში ურუგვაელი მცველის დაბრუნება.