TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და დანილო კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა და დანილომ შესაძლოა კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ.

დანილომ სერია ა-ს საწყის 4 ტურში მხოლოდ 5 წუთი მიიღო და აშკარაა, რომ ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ბრაზილიელს კი ნაკრებში ადგილის შენარჩუნება და რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს.

Calciomercato-ს ცნობით, საკმაოდ დიდია ალბათობა, თუ მომდევნო კვირებში სიტუაცია არ შეიცვალა, მხარეებმა იანვარში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტონ.