TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ბორნმუთი შეთანხმდნენ

მატიას სულეს შემდეგ, იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს ამჯერად დინ ჰეისენია, ვინც დიდი ალბათობით კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბორნმუთა იუვენტუსს ჰეისენის სანაცვლოდ 18 მილიონი, ბონუსები და მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში გარკვეული პროცენტი შესთავაზა, რაც ბიანკონერის დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდა.

წყაროს ცნობით, ახლა მოლაპარაკებები ბორნმუთსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მიმდინარეობს და თუ მხარეებმა საერთო ენა გამონახეს, ჰეისენი ინგლისში გადაბარგდება.