იუვე და ბოლონია რუგანის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან
Corriere di Torino-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ბოლონია დანიელე რუგანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
წყაროს ცნობით, როსობლუ იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 3-4 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა და ბოლონიაში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად რუგანია, ვინც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლონია რუგანის ტრანსფერს რიკარდო კალაფიორის არსენალში გადასვლისთანავე დახურავს.