TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ბეტისი არტურის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე მუშაობენ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არტურის გადასვლა რეალ ბეტისის რიგებში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ნიკოლო სკირას ცნობით, გუნდები ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც ბრაზილიელი ესპანელებს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 10-12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

მთავარი პრობლემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში არტურის ხელფასია. ბრაზილიელს ამ პერიოდში 2.5 მილიონი ევრო ეკუთვნის, იუვენტუსი კი ამ თანხის დაფარვას ესპანელებისგან ითხოვს.

29 views
error: დაცული კონტენტი !