იუვენტუსი და ბარსელონა კრისტალ პალასის მცველისთვის იბრძოლებენ
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი კრისტალ პალასის ცენტრალური მცველის მარკ გუეჰის ტრანსფერით ინტერესდება.
25 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინგლისელებთან სეზონის ბოლოს იწურება, 55 მილიონ ევროდ შეფასებული მცველის გაფორმება სეზონის ბოლოს უფასოდ იქნება შესაძლებელი.
წყაროს ცნობით, ინგლისელის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად იუვენტუსი და ბარსელონა აქტიურობენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
