იუვენტუსი და ატლეტიკო გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ატლეტიკო ნიკო გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
მატეო მორეტოს ცნობით, იუვენტუსი ნიკოს 1-წლიანი ფასიანი იჯარით გაშვებას დათანხმდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ცნობით, ატლეტიკო ლა ლიგას წარმომადგენლებთან ტრანსფერზე მწვანე შუქის მოლოდინშია, რაც მათ არგენტინელის რეგისტრაციის უფლებას მისცემს, რის შემდეგაც ტრანსფერი დაიხურება.
გონსალესის წასვლის შემდეგ, იუვენტუსი თავის მხრივ ედონ ჟეგროვას გაიფორმებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
