TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ატლეტიკო ფორვარდების ბარტერს განიხილავენ

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ატლეტიკო იანვარში ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ჯონათან დევიდის ცუდი თამაშით უკმაყოფილოა და იანვარში მის გაშვებას სერიოზულად განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, დევიდის ერთ-ერთი მსურველი მადრიდის ატლეტიკოა და ესპანელები ტრანსფერში 30 წლის ნორვეგიელი ფორვარდის ალექსანდერ სორლოტის ჩართვას განიხილავენ.

ატლეტიკოს გარდა, დევიდს მსურველები ინგლისშიც ჰყავს, თუმცა ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები არც ერთ გუნდთან არ მიმდინარეობს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !