TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ჩელიკის აგენტს შეხვდა

იუვენტუსმა რომას მცველის ზეკი ჩელიკის აგენტთან შეხვედრა გამართა.

თურქი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც იუვენტუსს მისი უფასოდ გაფორმების იმედი აქვს.

28 წლის ფეხბურთელს დაცვაში როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრში შეუძლია თამაში, რაც მას გუნდის გასაძლიერელად იდეალურ კანდიდატად აქცევს.

ჩელიკი 4-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 3.5-4 მილიონს ითხოვს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !