TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ბროზოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი იანვარში გამოცდილი ნახევარმცველის გაფორმებას გეგმავს და მატეო მორეტოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე მარსელო ბროზოვიჩია.

32 წლის ხორვატი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ალ-ნასრთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მისი გაფორმება იანვარში საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი.

ბროზოვიჩის ტრანსფერით იუვენტუსი მისი ინტერში თამაშის დროიდან ინტერესდება და დიდი ალბათობით ბიანკონერი მის გაფორმებას იანვარში კიდევ ერთხელ ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !