TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ბრიუგეს ცენტრალური მცველის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ცნობილი ჟურნალისტის ეკრემ კონურის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ხოელ ორდონიესია.

21 წლის ეკვადორელი ფეხბურთელი ბელგიური გუნდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი და ინტერი იჩენენ.

წყაროს ცნობით, ბრიუგე ახალგაზრდა ტალანტს იანვარში არ გაუშვებს, სეზონის ბოლოს კი მისი გაფორმება 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !