იუვე ბოგას გამოსყიდვას გეგმავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დიდი ალბათობით ჯერემი ბოგას გამოისყიდის.
ბოგა ტურინულ გრანდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 4.8 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
Calciomercato-ს ცნობით, ფრანგმა იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და ლუჩიანო სპალეტიზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა, ტურინული გრანდი დიდი ალბათობით მის კონტრაქტში მითითებულ პუნქტს გამოიყენებს და ნიცადან კოტ-დიუვარელს გამოისყიდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
