TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, იუვე ბერარდის მიუბრუნდება

დომენიკო ბერარდი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შესაძლოა იუვენტუსის სატრანსფერი სიაში დაბრუნდეს.

გონსალესისა და კონსეისაუს გაფორმების მიუხედავად, კრისტიანო ჯუნტოლის კიდევ ერთი ვინგერის გაფორმება უნდა და მისი პრიორიტეტი ჯეიდონ სანჩო გახლავთ, თუმცა ბინაკონერი ფეხბურთელს მხოლოდ იჯარით გაიფორმებს და ჯერ უცნობია, თანხმაა თუ არა მანჩესტერი მისი ამ ფორმულით გაშვებაზე.

თუ სანჩოს ტრანსფერი ჩაიშალა, იუვენტუსი სასუოლოდან დომენიკო ბერარდის გაფორმებას ეცდება, ვისაც სერია ბ-ში დაქვეითებული ნეროვერდის დატოვება და იუვენტუსში გადასვლა უნდა.