TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ბერარდის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იუვენტუსი სასუოლოს კაპიტანის დომენიკო ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელი გარემარბი ჯერჯერობით გუნდის პრიორიტეტი არ არის, რადგან კრისტიანო ჯუნტოლი ამ მომენტისთვის ფეხბურთელების გაყიდვით არის დაკავებული, შემდეგ კი კოპმეიენრსისა და ტოდიბოს ტრანსფერების დახურვას გეგმავს, თუმცა მომდევნო კვირებში იუვე ბერარდის დაუბრუნდება.

წყაროს ცნობით, დომენიკოს გუნდში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს, ნეროვერდის სერია ბ-ში გადავარდნის გამო კი ბიანკონერის მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

29 views
error: დაცული კონტენტი !