TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ბენფიკას ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ბენფიკას ახალგაზრდა ტალანტის ალვარო კარერასის ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდს მანჩესტერ იუნაიტედიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რითიც არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის და ბარსელონას ინტერესი დაიმსახურა.

Calciomercato-ს ცნობით, ზაფხულში რეალის აკადემიის აღზრდილის გაფორმება დაახლოებით 15-20 მილიონად იქნება შესაძლებელი.