იუვე ბენფიკას სპორტული დირექტორით ინტერესდება
იუვენტუსი ახალი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის სიაში ახალი კანდიდატი გამოჩნდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის მთავარი სამიზნე ბენფიკას სპორტული დირექტორი რუი პედრო ბრასია, მისი კონტრაქტი გუნდთან სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ იწურება და იუვენტუსი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
47 წლის პორტუგალიელი თავისი საქმის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად მოიაზრება და მის გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი ეცდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                