TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ბალერდის ტრანსფერში 3 ფეხბურთელის გამოყენებას ცდილობს

იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტად მარსელის მცველის ლეონარდო ბალერდის ტრანსფერი რჩება და დამიენ კომოლი არგენტინელი ფეხბურთელის გაფორმების გზებს აქტიურად ეძებს.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ნიკო გონსალესის, სამუელ მბანგულას ან ტიმოთი ვეას ჩართვას და ამ გზით მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 35-40 მილიონის შემცირებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, თავად ბალერდი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მას იგორ ტუდორთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს და ბიანკონერის რიგებს სიამოვნებით შეუერთდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !