TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ბაიერნის ტალანტის გაფორმებას ცდილობს

იუვენტუსი ბაიერნის ახალგაზრდა ტალანტის ადინ ლიჩინას ტრანსფერით ინტერესდება და მის წარმომადგენლებთან მოლაპარკებები უკვე დაწყებული აქვს.

18 წლის შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი გერმანელებთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდია ალბათობა, მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

იუვენტუსი იმედოვნებს, რომ კენან ილდისის მაგალითს სათავისოდ გამოიყენებს და ბაიერნიდან კიდევ ერთი ტალანტის გაფორმებას შეძლებს.

შეგახსენებთ, ილდისი იუვენტუსს სწორედ ბაიერნის დატოვების შემდეგ შეუერთდა და ახლა ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტალანტია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !