იუვენტუსი ახალი სპონსორის ძიებას აგრძელებს
იუვენტუსი მაისურის მთავარი სპონსორის ძიებას აგრძელებს და უამრავი წინადადების მიუხედავად, გუნდის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.
Il Bianconero-ს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ახალი სპონსორისგან მინიმუმ წლიურად 30-35 მილიონ ევროს ითხოვს და უფრო ნაკლებ თანხაზე უარს ამბობს, რადგან ბრენდის გაუფასურება არ სურს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდნეიმე კომპანიასთან მიმდინარეობს, მაგრმა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.