ოფიციალურად: იუვენტუსმა ატალანტასთან ამხანაგური მატჩი ჩანიშნა
იუვენტუსი სეზონისთვის მოსამზადებელ ბოლო ამხანაგურ მატჩს ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.
ტურინული გრანდი ბერგამოელებს 16 ივლისს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სერია ა-ს სტარტისთვის შეუდგება მუშაობას.
ტურინული გრანდი სეზონის სტარტამდე რეჯინას და დორტმუნდსაც დაუპირისპირდება, ამის გარდა კი იუვენტუსი პრიმავერასთან ტრადიციულ მატჩსაც გამართავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
