იუვე არტურის სანაცვლოდ 10 მილიონის მიღებას გეგმავს
არტური გრემიოს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი ბრაზილიაში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
არტური გრემიოში 1-წლიანი იჯარით იმყოფება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივის გარეშე, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გრემიო იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებს. ბიანკონერი მის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
