იუვე არაუხოს მიმართ ინტერესს არ კარგავს
ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ბარსელონას მცველის რონალდ არაუხოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი ურუგვაელი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში ცდილობდა, თუმცა მაშინ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
გამოცემა Sport-ის ცნობით, იუვენტუსი არაუხოს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს და ბლაუგრანასთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
