TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი არაბული ჩემპიონატებიდან ფეხბურთელების გაფორმებას აღარ განიხილავს

გასულ დღეებში იუვენტუსს არაბული ჩემპიონატიდან არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის მარსელო ბროზოვიჩი და მარკო ვერატი დაუკავშირეს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდი არაბული ჩემპიონატებიდან ფეხბურთელების გაფორმებას არ განიხილავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კომოლი მიიჩნევს, რომ არაბულ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები უმაღლეს დონეზე თამაშის სტანდარტებს არ შეესაბამება, ამის გარდა კი როგორც წესი, არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი გასამრჯელო აქვთ.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკა იანვარში პრობლემური პოზიციების ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერება იქნება, რომელთა იჯარით გაფორმებაა შესაძლებელი, რაც დიდწილად ფინანსურ Fair Play-ს უკავშირდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !