იუვენტუსი ალკმაარის ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი ალკმაარის ახალგაზრდა ტალანტის ბენდეგუზ კოვაჩსის ტრანსფერით ინტერესდება.
18 წლის უნგრელი ფორვარდი ალკმაარის 19-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 17 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის გაფორმებას და მის NextGen-ში გაშვებას გეგმავს, მაგრამ ტურინულ გრანდს დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
