TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე აფენა-ჯანის დაწინაურებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ფელიქს აფენა-ჯანის ძირითად გუნდში დაწინაურებას გეგმავს.

21 წლის განელი ტალანტი ბიანკონერის NextGen-ის რიგებს გასული სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. აფენა-ჯანის აქტივში 430 წუთში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი იანვრიდან მოყოლებული ახალგაზრდა ფეხბურთელის ძირითადი გუნდის განაცხადში შეყვანას და მის გამოყენებას გეგმავს.