TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე 6 იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელს ჯონ ელკანს ტურინულ გრანდში მეტი იტალიელი ფეხბურთელის ხილვა სურს და ტურინულ გრანდს პოტენციური სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი რიკარდო ორსოლინის, ლორენცო ლუკას, დესტინი უდოჯის, დიეგო კოპოლას, პიეტრო კომუცოსა და სანდრო ტონალის მიმართ იჩენს ინტერესს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი სამიზნე სეზონის ბოლოს ნიუკასლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი იქნება.

error: დაცული კონტენტი !