იუვე სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს 3 პოზიციის გაძლიერებას ეცდება
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირა დარჩა და ტურინულ გრანდს ამ პერიოდში 3 პოზიციის გაძლიერება სურს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს და ტრანსფერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დახურავს, თუ ამის ხელსაყრელი პირობები წარმოიქმნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ენ-ნესირის საბოლოო პასუხის მოლოდინშია, ტურინულმა გრანდმა ფენერბაჰჩესთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და ახლა ყველაფერი მოროკოელზეა დამოკიდებული.
ფორვარდის გარდა, იუვენტუსს მარჯვენა მცველისა და ვიცე-ილდისის გაფორმება სურს. გუნდის ხელმძღვანელობა წარმოქმნის შესაძლებლობებს შეისწავლის და შესაბამისად იმოქმედებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
