იუნაიტედი, ნიუკასლი და ლივერპული ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან
მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და ნიუკასლი იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან.
ფრანგი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ტურინელებს მისი გაყიდვა არ სურთ, თუმცა თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო, ფრანგის გაყიდვა გამორიცხული არ იქნება.
ინგლისური გამოცემა SportWitness-ის ცნობით, ნებისმიერ მსურველს ტურამის გაფორმება 60-65 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
