მანჩესტერ იუნაიტედი ლუისის გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ეცდება
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დუგლას ლუისის ტრანსფერისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო და მის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ეცდება.
Daily Mail-ის ცნობით, წითელ ეშმაკებს ზამთარში ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ და დუგლას ლუისი მათ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრება.
იუვენტუსი ლუისის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სანაცვლოდ 45-50 მილიონს ითხოვს, მანჩესტერი კი, სიტისა და ჩელსის მსგავსად, ბრაზილიელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.