TuttoJuve

Juve per sempre sarà

იტალიამ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს

იტალიური მედიის ცნობით, UEFA იტალიაში სტადიონების მდგომარეობით უკმაყოფილოა და დიდია ალბათობა, იტალიამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი დაკარგოს.

ევროპის 2032 წლის ჩემპიონატს იტალიამ და თურქეთმა უნდა უმასპინძლონ, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყნები UEFA-ს სტანდარტების სტადიონებს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

La Repubblica-ს ცნობით, UEFA მიიჩნევს, რომ იტალიაში ორგანიზაციის სტანდარტებს მხოლოდ იუვენტუსის Allianz Stadium-ი აკმაყოფილებს, სხვა სტადიონები კი, მათ შორის სან სირო, მოძველებულია და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არ არის, რის გამოც დიდია ალბათობა, იტალიას მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ჩამოერთვას.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

58 views
error: დაცული კონტენტი !