TuttoJuve

Juve per sempre sarà

იტალიამ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს…

იტალიური ფეხბურთი უდიდეს კრიზისშია და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, კალჩოს კიდევ ერთი დიდი დარტყმა ემუქრება.

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იტალიამ შესაძლოა 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს.

იტალიამ და თუქრეთმა ტურნრს ერთად უნდა უმასპინძლონ, მაგრამ იტალიაში არსებული ცუდი ინფრასტრუქტურული სიტუაციის გამო, იტალიას შესაძლოა მასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას.

SportItalia-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იტალიაში UEFA-ს სტანდარდებს მხოლოდ 2 სტადიონი: იუვენტუსის Allianz Arena და ატალანტას ახლად განახლებული New Balance Arena აკმაყოფილებს. სერია ა-ს წამყვანი გუნდები უკვე წლებია ახალი სტადიონების აშენებას ცდილობენ, მაგრამ იტალიაში არსებული ბიუროკრატიული პროცედურების ფონზე, სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !