იტალია ჩემპიონთა ლიგის დამატებითი საგზურისთვის ბრძოლაში დაწინაურდა
გასული სეზონის მსგავსად, ევროპის წამყვანი ჩემპიონატები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის დამატებითი საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით ადგილებს ევროპის 2 საუკეთესო ჩემპიონატი მიიღებს.
გუშინ სერია ა-ს სამივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, რითიც იტალიამ 0.750 ქულა გამოიმუშავა, პორტუგალიას გადაასწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, დღეს იუვენტუსის გამარჯვების შემთხვევაში კი იტალია ლიდერ ინგლისთან ჩამორჩენას კიდევ უფრო შეამცირებს.