ინძაგი ვლაჰოვიჩის ალ-ჰილალში გადაყვანას ცდილობს
იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, ალ-ჰილალი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
არაბული გუნდი ვიქტორ ოსიმენის ალტერნატიული ვარიანტის ძიებაშია და წყაროს ცნობით, სიმონე ინძაგის პრიორიტეტი სწორედ ვლაჰოვიჩი გახლავთ.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტსა და სერბ ფორვარდს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შეგა. არაბებისთვის ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება, დუშანს კი წლიურად ხელფასის სახით 15-16 მილიონს სთავაზობენ…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ