TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინძაგი:“ იუვესთან მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი“

ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), ინტერი – იუვეს მატჩზე სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის. ჯერ მხოლოდ მე-9 ტურია, ამიტომ ეს დაპირისპირება გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„სკუდეტო ? ჩვენ ჩვენი მიზნები კარგად ვიცით და მათ მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ტიტულის მფლობელის ვინაობა ამ სეზონშ 4-5 გუნდს შორის გადაწყდება.

„ერთი რამ ცხადია, წინ დიდებული მატჩი გველოდება. მე ინტერში მოსვლის დღიდან იუვეს წინააღმდეგ 10 მატჩი გავმართე და თითოეული მათგანი ძალიან დაბალანსებული და საინტერესო დაპირისპირება გამოვიდა.“