ინტერთან მატჩში ვლაჰოვიჩი სასტარტოში იქნება
Tuttosport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი ინტერთან მოახლოებულ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
სერბმა ფორვარდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, რასაც შემდგომში ნაკრებში გატანილი გოლიც დაამატა.
წყაროს ინფორმაციით, იგორ ტუდორი ვლაჰოვიჩის სასტარტო შემადგენლობაში დაწყებას გეგმავს, ჯონათან დევიდი კი გუნდის შეტევას სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
