TuttoJuve

Juve per sempre sarà

ინტერის პირველი წინადადება დევიდს…

ინტერი, ნაპოლი და იუვენტუსი ჯონათან დევიდის უფასოდ ტრანსფერისთვის ბრძოლას აგრძელებენ და იტალიური მედიის ცნობით, ნერაძურიმ კანადელ ფორვარდს პირველი ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ინტერი დევიდს 5-წლიან კონტრაქტს, გასამრჯელოს სახით კი სეზონში 4.5 მილიონს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1.5 მილიონი დაემატება.

წყაროს ცნობით, დევიდი გასამრჯელოს სახით სეზონში დაახლოებით 7-8 მილიონ ევროს ითხოვს.

45 views
error: დაცული კონტენტი !