ინტერი ვლაჰოვიჩის უფასოდ გაფორმებას ეცდება
დუშან ვლაჰოვიჩი დიდი ალბათობით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდს აღარ დატოვებს და ის მინიმუმ იანვრამდე ტურინული გრანდის რიგებში დარჩება.
ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის უფასოდ გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი ინტერი იქნება. ნერაძურის წარმომადგენლებსა და ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და დიდია ალბათობა, რომ ლომბარდიულმა გრანდმა სერბი შემტევის უფასოდ ტრანსფერზე იმუშაოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
