ინტერი ვლაჰოვიჩის სიტუაციას აკვირდება…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ინტერი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, თუ სერბმა ფორვარდმა ტურინული გრანდის დატოვებაზე უარი თქვა და ბიანკონერის რიგებში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩა, ნერაძური მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
ალბანეზეს თქმით, კომოლისა და ვლაჰოვიჩს შორის შეხვედრა წარუმატებელი იყო, დუშანი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს და იუვენტუსი მის გაყიდვაზე აქტიურად მუშაობას შეუდგა.