ინტერი მუჰარემოვიჩის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
ინტერი ბოლო დღეებში სასუოლოს მცველის ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა.
ნერაძური ალესანდრო ბასტონის შემცვლელის ძიებაშია, ის სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და მილანური გუნდი მუჰარემოვიჩს მის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს.
სასუოლო მუჰარემოვიჩის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონს ითხოვს, იუვენტუსი ბოსნიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადახდილი თანხის 50 პროცენტს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
